ხობის მერის წარმომადგენლებს ფერმერების დახმარების პროგრამა გააცნეს
02-03-2020, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში თინათინ დიდიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ანგულ მიქავა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ ფერმერების დახმარების პროგრამა გააცნეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამაზე ისაუბრეს.
პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის შემცირება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამას, „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის“ დაფინანსებით ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი