არჩილ თალაკვაძე: „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის საშუალება მეტ დამოუკიდებელ დეპუტატს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს მიეცემა“
02-03-2020, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ხელისუფლების და განსაკუთრებით, პარლამენტის, შემდეგი ოთხი წლის ამოცანა იქნება სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა, ნდობის გაძლიერება და მათი მოსაზრებების, უკუკავშირის გაზიარებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნა - პირადად მე, ღია მმართველობის საბჭოს ვხედავ ამ განზომილებაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე.

 

 

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დებულებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

 

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დებულების განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს დამოუკიდებელ დეპუტატებსა და სუბიექტებს საპარლამენტო ოპოზიციიდან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში.

 

 

„ვინაიდან პარლამენტში კონფიგურაცია შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებელი ჯგუფები და საპარლამენტო ოპოზიციის განაწილება დღეს არის განსხვავებული, გვქონდა არაერთი მომართვა, სადაც სხვა სუბიექტებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ ჩართულიყვნენ საბჭოს საქმიანობაში, რის საშუალებასაც დებულება არსებული რედაქციით არ იძლეოდა - ამიტომ ვცვლით დებულებას”, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე ინფორმაციით, საბჭოს განახლებულ შემადგენლობას და საქმიანობას ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიმდინარე წლის გეგმებისა და დღის წესრიგის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მოახლოებული არჩევნების გამო, ეს წელი სტანდარტული არ იქნება და ამ რეალობის გათვალისწინება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსაც მოუწევს.

 

 

„ვეცდებით, რომ წლის პირველ ნახევარში, მაქსიმალურად ამოვწუროთ საპარლამენტო ზედამხედველობის და კანონშემოქმედებითი მუშაობის გეგმა, რომელიც ამ მომენტში დამუშავების პროცესშია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს მთავარ ამოცანად საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა რჩება, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს, გარდა ამისა, არის ეუთოს რეკომენდაციები, რომელიც ბევრს მნიშვნელოვან საკითხს ფარავს.

 

 

„პარლამენტის ძირითადი ძალისხმევა ზედამხედველობასთან ერთად დაიხარჯება ამ მიმართულებით”,- აღნიშნა მან.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

 

 

მისი შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს ნდობის გაძლიერებას და უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

 

 

არჩილ თალაკვაძემ, ასევე, საბჭოს ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა წარადგინა და საბჭოს შემდგომი საქმიანობის წარმართვაში წარმატება უსურვა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს იმ საქმიანობას, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო.

 

 

მისივე თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტმაც, სამი წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა საბჭოს საქმიანობაში და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

 

 

„მადლობა მინდა გადავუხადო ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ქალბატონ ირინა ფრუიძეს გაწეული საქმიანობისთვის. შთამბეჭდავი შედეგები იქნა მიღწეული, ჩატარდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის, საქართველომ უმასპინძლა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს.

 

 

საბჭოს წევრი გიორგი კლდიაშვილი კი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რაც საერთო მიღწევა და ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, საბჭოს დებულების პარლამენტის ახალ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი შემადგენლობის განახლებაა, რათა პარლამენტის ნებისმიერ წევრს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთოს საბჭოს შემდგომ საქმიანობაში. საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრება საბჭოს წევრებმა გაიზიარეს და შესაბამისი ცვლილება შეიტანეს დებულებაში.

 

 

დამატებით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ განსაზღვრა ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარი.

 

 

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ გაიმართება კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით და შესაბამისი კონსულტაციების შემდგომ საბჭო ახალ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.

 

 

კახა კუჭავამ ასევე წარადგინა საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი