83 წლის რომის პაპს ახალი კორონავირუსის ტესტირებისას ნეგატიური შედეგი გამოუვლინდა, იტყობინება იტალიური მედია.
ფრანცისკემ, რამდენიმე დღის წინათ, თავისი პაპობის შემდეგ პირველად გააუქმა დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით დაგეგმილი წირვა, რადგან იგი გაციებული იყო. მან გასულ კვირას ასევე შეხვედრების უმეტესობაც გააუქმა.
იტალია, ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ახალი ვირუსით 2 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 52-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.