მომსახურების გამარტივების, ბანკში ვიზიტის დროის შემცირების და ასევე, რიგების მაქსიმალურად განტვირთვის მიზნით, სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე” უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის ბანკომატებში. დღეიდან, ლიბერთი ბანკის საპენსიო ასაკის მომხმარებლებს ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს ლიბერთის 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე.
"მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებული სერვისი დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით გახდა ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, რადგან ვფიქრობთ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდებასა და ჯანმრთელობის მოფრთხილებაში. ამ მიმართულებით, უახლოეს დღეებში, ბანკში ასევე გატარდება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
ლიბერთის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ ბანკი, განახლებული მობაილ ბანკი (Android | iOS), დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 555 550, ბანკომატები და სწრაფი მომსახურების აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის ონლაინ სერვისი: https://libertybank.ge/ka/booking
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.