სუბარი გეგუთში მოსალოდნელ არეულობებზე: სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი აქცია
14-02-2014, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ გეგუთის #14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მორიგი საპროტესტო ტალღის აგორება იგეგმება.

 

 

მინისტრის თქმით, მსჯავრდებულები ამჯერად პროტესტის მიზეზად მედიკამენტების და საკვების პრობლემას დაასახელებენ. სოზარ სუბარის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი სტანდარტები მოქმედებს, პატირმების პროტესტი კი, ხელოვნურადაა გამოწვეული.

 


"გეგუთის ციხეში არის, აბსოლუტური სიმშვიდე ამ ეტაპისთვის, თუმცა, როგორც რამდენიმე კვირის წინათ გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც ტალღის აგორებას აპირებდნენ, ახლაც გვაქვს ესეთი ინფორმაცია. მათ წინასწარ გადაწყვიტეს, რომ რადგან ამან არ გაჭრა, ახლა აქცენტი უნდა გააკეთონ სხვა ტიპის საკითხებზე, თითქოს, აქვთ კვებასთან დაკავშირებული პრეტენზიები, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები. სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი აქცია გარეთ თუ შიგნით. უბრალოდ, ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა და არც იქნება დარწმუნებული ვარ"- განაცხადა სუბარმა.

 

 

 

მსჯავრდებულების მხრიდან განმეორებით პროტესტს, ასევე არ გამორიცხავს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გეგუთში მიმდინარე პროცესებს სისტემატიურად დააკვირდება და პატირმების პრობლემებს შეისწავლის.

 

 

"არ არის გამორციხული, როომ მსგავს საკითხზე კვლავ მოხდეს მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება. სწორედ ამიტომ, უახლოესი დღეების განმავლობაში დავიწყებთ სისტემატურ მონიტორინგს უშუალოდ გეგუთის დაწესებულებაში, რათა ყველა ის პრობლემა აღვნუსხოთ და მოვახერხოთ ერთგვარი იდენტიფიცირება ყველა პრობლემების, რომლებზეც მსჯავრდბეულები საუბრობენ" - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1000-მდე პატიმარი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა. მათ შიმშილობა 12 თებერვალს შეწყვიტეს. რამდენიმე მათგანმა თვითდაზიანებაც მიიყენა. პატიმრების მოთხოვნა იყო და არის, ერთ-ერთი მსჯავრდებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სათანადო გამოძიების ჩატარება და ციხის ადინისტრაციის თანამშრომლებისთვის უფლებამოსილების შეჩერება.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/37132-subari-da-nanuashvili-geguthshi-morigi-saprotesto-talghis-agorebas-ar-gamorickhaven.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი