ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ მინისტრს ერევანში მასპინძლბისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ეფექტური იქნება.
„დიდ მადლობას გიხდით, ერევანში ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე დღეს უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ უფრო ეფექტური, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ მეტად განვითარებული როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროში.
ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნების მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს - უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.
საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის, ისე განათლების და კულტურის სფეროებში განვითარებისთვის. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ქვეყანა ურყევ გზას ადგას. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის, საგარეო ორიენტაციის მიუხედავად, შეუძლებელია, იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიზაციის ხარისხი ხელს უწყობს თანამშრომლობას ყველა სფეროში - ეკონომიკაში, ტრანზიტში, კულტურაში, განათლებაში და ა.შ.
ჩვენ მივესალმეთ სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლით, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ქვეყნებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ.
ბატონო პრემიერ მინისტრო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ ვიზიტისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა ერევანში.
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში.
დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ეფექტურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად" , - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.