მსურს, პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის, - განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი განცხადებების დროს.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას.
"ბედნიერი ვარ ამ საშუალებით. მე მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას.
კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომლებიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. ეს, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების ჩვენი ხალხის საერთო ხედვაა, რომელიც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს. მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად. დღეს, ჩემსა და ბატონ გახარიას შორის გამართული მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში ერევანში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. სიხარულით გავუსვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასული წლის ივნისში, ერევანში ჩატარდა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებს, არამედ ელექტროენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო კავშირებს. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე, ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას.
შევეხეთ რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, - განაცხადა მან.
მან ღრმა რწმენა გამოხატა იმის შესახებ, რომ რეგიონული საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა აქვს.
"მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონული საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში ხაზს ვუსვამ საქართველოს მნიშვნელოვან ღვაწლს სომხეთთან მის განვითარებაში.
მადლიერნი ვართ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ მინისტრს სომხური დელეგაციის მიღების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას" , - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.