ვახტანგ გომელაურმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა
03-03-2020, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს რეგიონული უზრუნველყოფის წალკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურეს, 9-შვილიან დედას - ელისო ანსიანს წალკაში, სახლში ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა მას დედის დღე პირადად მიულოცა, საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

 

 

მინისტრმა მრავალშვილიან თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

 

„გილოცავთ, ელისო, დედის დღეს. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი 9-შვილიანი დედა ბრძანდებით. ასევე, გვყავს ორი 8-შვილიანი დედა. 9 შვილი - ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მინდა, გისურვოთ ბევრი სიხარული, ბევრი წარმატება თქვენ, თქვენს შვილებს და მთლიანად თქვენს ოჯახს“, - მიმართა ვახტანგ გომელაურმა მრავალშვილიან დედას.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ელისო ანსიანის მეუღლესა და შვილებს გაესაუბრა. მათ შორის ყველაზე უფროსი - თინათინი 23 წლისაა, ყველაზე უმცროსი - მარკოზი კი 6 წლის. ელისო ანსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლიდან მუშაობს.

 

 

„ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ჩემთვის. მინისტრი ჩამოვიდა, პირადად, რომ დედის დღე მოელოცა, ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად. 4 წელია, რაც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, თანადგომას და დაფასებას ხელმძღვანელებისგან. დღეს, ასე მოულოდნელად რომ მოვიდნენ, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა ელისო ანსიანმა მინისტრის სტუმრობის შემდეგ.

 

 

ვახტანგ გომელაურის სახელით, მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მინისტრის მოადგილეებმაც მიულოცეს.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 8-შვილიან დედას - ზეინაბ ტალახაძეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, მის საცხოვრებელ სახლში ესტუმრა, მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე კი, სამინისტროს აკადემიის რექტორთან, ივანე პაპიაშვილთან ერთად, დედის დღესთან დაკავშირებით, აკადემიის თანამშრომელს, ასევე 8 შვილის დედას - შორენა თოფურიას სახლში ეწვია.

 

 

მინისტრის მოადგილეებმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მინისტრის სახელით, სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

 

 

ზეინაბ ტალახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, კნოლევის ბლოკ-საგუშაგოზე, მზარეულის დამხმარედ, 2011 წლიდან მუშაობს.

 

 

შორენა თოფურია კი შინაგან საქმეთა სამინისტროში 1996 წლიდანაა დასაქმებული. 2013 წელს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბიბლიოთეკის უფროსად დაინიშნა და 7 წელია ამავე თანამდებობას იკავებს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდამ ზრუნავს მრავალშვილიან თანამშრომლებზე. სამინისტროში მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვის სპეციალური დანამატია დაწესებული. თითოეული მათგანი სტატუსის შესაბამის დანამატს ყოველთვიურად იღებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი