სომხეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს, – განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის ატმოსფერო ასეთი კარგი არასდროს ყოფილა.
„ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. მე ძალიან მიხარია, რომ თავის დროზე, როგორც სომხეთის პარლამენტის წევრი, ვმონაწილეობდი ამ პროცესში. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება. სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ისეთ ატმოსფეროს მივაღწიეთ, რომელიც ჩემი აზრით, ასეთი კარგი არასდროს ყოფილა. ეს გამოხატულია სხვადასხვა სფეროში. მე გაკვირვებული და მოხარული ვიყავი, როდესაც ვნახე, რომ საქართველოდან სომხეთში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე ვიცით, რომ სომხეთის ბევრი მოქალაქე ისვენებს საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.