ლიბერთი ბანკმა მომხმარებლებსა და საზოგადოებას გატარებული პრევენციული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
04-03-2020, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთი ბანკმა თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით უკვე გაატარა არაერთი პრევენციული სამუშაო, რომლის შესახებაც დღეს ბანკმა ინფორმაცია მიაწოდა საკუთარ მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და ფართო საზოგადოებას:



• ლიბერთის სერვის ცენტრები, რომლებიც მდებარეობს ისეთ კრიტიკულ ზონებში, როგორებიცაა სასაზღვრე გამშვები პუნქტები და აეროპორტები, უკვე მომარაგდა სპეციალური აღჭურვილობით: პირბადეები, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები ფულთან ურთიერთობისას გამოსაყენებლად და ხელის სადეზინფექციო სპეციალური სითხეები


• უახლოეს დღეებში, სერვის ცენტრებში სივრცეების დეზინფექციის მიზნით, ბანკი უზრუნველყოფს რეგულარულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.


• უახლოეს დღეებში, სადეზინფექციო ხსნარის შემცველი დისპენსერები დარიგდება და დამონტაჟდება აეროპორტებთან და პორტებთან მდებარე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 60-ზე მეტ სერვის ცენტრში. დისპენსერების გამოყენებას შეძლებენ როგორც ლიბერთის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ლოკაციები ასევე მიიღებენ სადეზინფექციო, ჰიგიენური საშუალებებით, ხელთათმანებისა და პირბადეების მარაგს.



• განისაზღვრა ბანკის 111 სერვის ცენტრი ყველაზე მაღალი დატვირთულობის მიხედვით და რიგების პრევენციის მიზნით ეს სერვის ცენტრები 10:00 საათის ნაცვლად გაიღება და მოემსახურება მომხმარებლებს 8:30 საათიდან. ასევე, ამ ლოკაციებზე დამატებით გაიგზავნა საჭირო რაოდენობის ლიბერთის მობილბანკები (ელიქსები). ეს არის დროებითი ზომა და არ ექნება პერმანენტული ხასიათი.



• 2 მარტიდან, დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით დაინერგა ახალი დისტანციური სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე”. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უკვე ბანკომატიდან შეუძლია, რამაც საგრძნობლად განტვირთა ბანკის ქსელი რიგებისგან (დეტალურად: https://bit.ly/2uTqBbC)



• სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, მათ შორის საპენსიო ასაკის მომხმარებლებისთვის, კუთვნილი პენსია იყო და არის ხელმისაწვდომი ბანკის პლასტიკურ ბარათზე (სოციალური ბარათი). საპენსიო თანხის გამოტანა ნებისმიერ დროს ბანკომატიდან არის შესაძლებელი.

 


• ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეუძლია ისარგებლოს დისტანციური სერვისებით: განახლებული მობაილ და ინტერნეტ ბანკი, სადაც ხელმისაწვდომია თითქმის ყველა საოპერაციო სერვისი და სავალუტო ოპერაციები. ინტეგრირებულია ფულადი გზავნილების სრულფასოვანი სერვისიც (ინტერნეტ ბანკი: https://my.libertybank.ge/ მობაილ ბანკი: Android: www.bit.ly/2YhTIjf• iOS: www.apple.co/35YsFvB)



• ლიბერთის გააჩნია ბანკომატებისა და სწრაფი მომსახურების აპარატების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის Cash-In ბანკომატებიც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნაღდი ფული შეიტანოს საბარათე ანგარიშზე მისამართები https://bit.ly/2PGUx1M)



• ბანკში ვიზიტის დროის შემცირების მიზნით შესაძლებელია ვიზიტის წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა: https://libertybank.ge/ka/booking



• 24/7 შესაძლებელია სარგებლობა დისტანციური მომსახურების ცენტრის მომსახურებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი