თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა.
„კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში, 20 000 მ²-ზე მოეწყო. გზის არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია კომპანია „ჯი არ ჯიმ“ განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.