თბილისში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები ჩატარდება
04-03-2020, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ  დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  

 

 

მისი თქმით, პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც  ქალაქის ერთ-ერთ მეწყერსაშიშ ზონაში, არსებული ყველა პრობლემა და საფრთხე აღმოიფხვრება. 

 

 

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ დედაქალაქში სამწუხაროდ, გვაქვს მეწყერსაშიში ზონები.  ერთ-ერთი ასეთია შეშელიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი, ვაკვირდებით 24-საათიან რეჟიმში. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ზოგადად ქვემოთ, შეშელიძის ქუჩაზე, ტროტუარი უკვე აღარ არსებობს, ჩამოწოლილია მეწყერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა, რომელიც დამეწყრილი ფერდობის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 

 

 

პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი არ პი“ ახორციელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი