გია ჟორჟოლიანი: „სოციალ-დემოკრატები აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან“
04-03-2020, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართული ბრიფინგი 2020 წლის არჩევნების თემას მიუძღვნა და განაცხადა, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე სოციალ-დემოკრატები აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადასვლას აპირებენ.

 

 

„დღეს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა კითხვა - როგორ გავხდე მთავრობა, ვიდრე კითხვა - რისთვის უნდა გავხდე მთავრობა? ამის დასტურია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მიმდინარე პროცესებიც. აქედან გამომდინარე, სოციალ-დემოკრატები ვაპირებთ, რომ შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, რომლის მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

 

მან მმართველი პარტიის მისამართით შეთავაზებული ინიციატივაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათი 17 თებერვლის ინიციატივა ითვალისწინებდა საარჩევნო სისტემის უფრო მეტი პროპორციულობის პრინციპის მიღწევის საკითხზე დიალოგის რეჟიმის განახლებას დეპუტატების იმ ნაწილთან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

 

 

„ამ რესურსის საფუძველზე შესაძლებელი იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს. მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ამ ნაწილს აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა - შეასრულონ ისტორიული როლი, რათა მათი პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე, გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, შეიცვალოს პოლიტიკურ სარბიელზე დღემდე არსებული ორპოლუსიანობა „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან ასოცირებულ ოპოზიციას შორის“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

 

მისივე თქმით, დიალოგის პროცესში ფართო კონსესუსის მიუღწევლობის პირობებშიც კი, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი (40% ზღვარი; 110/40; 1% ბარიერი) გააუმჯობესებს არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის საარჩევნო გარემოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი