კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ
04-03-2020, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

 

 

„მოგეხსენებათ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება  ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იგულისხმება, როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან ამ პირებს შორის არის ბევრი დასაქმებული და ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების  საფასური. სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცეთ ეს ცნობა“, - აღნიშნა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი