დაღუპულია 25 ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატში, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც ტორნადომ გადაუარა. ინფორმაციას BBC შტატის გუბერნატორ უილიამ ლიზე დაყრდნობით ავრცელებს. ლის განცხადებით, ადამიანების ნაწილი დაკარგულად არის გამოცხადებული.
ნაშვილში, ტენესის ყველაზე დიდ ქალაქში, ტორნადომ დიდი და მრავალმხრივი ზარალი გამოიწვია, დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ამერიკული მედიის ცნობით, შტორმი შტატს ნაშუაღამევს ისე სწრაფად დაატყდა თავს, რომ ძილში მყოფ ადამიანებს არ ჰქონდათ დრო თავშესაფარში გადასულიყვნენ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს შტატში ჩასვლას გეგმავს.
ნაშვილი „ომის ზონის მსგავს“ სცენას მოგაგონებს, უთხრა BBC-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ნაშვილის მერის, ჯონ კუპერის განცხადებით, ქალაქი „განადგურებულია“. მან დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს „დახმარების ხელი გაუწოდონ“ მეზობლებს.
კუპერის განცხადებით, დაახლოებით 150 ადამიანი, რომელთაც დაზიანებები აქვთ მიღებული, სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.
„ახლა ძებნისა და გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს“, უთხრა BBC-ის შტატის საგანგებო მდგომარეობის საზოგადოებრივი ურთიერთობების ოფიცერმა, მეგი ჰანანმა.
ნაშვილში დაახლოებით 44 000 ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

(Reuters-ის ფოტო: ტორნადომ „მნიშვნელოვანი ზარალი“ მიაყენა ჯონ სი ტიუნის აეროპორტს, რომელიც დაახლოებით 8 მილით არის დაცილებული ქალაქის ცენტრიდან).
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ნაშვილის აღმოსავლეთ გარეუბანში გაზის მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავს, ელექტროგადამცემი ხაზები მიწაზეა გართხმული და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მუშაკები გამოძახებებზე გადიან, რათა დაზარალებულებს გაუწიონ დახმარება.
მოქალაქეებისთვის ფერმერების ბაზარზე თავშესაფარია გახსნილია, სადაც ადამიანები სასმელი წყლით და სხვა საჭიროებებით არიან უზრუნველყოფილი.
ოფიციოზის განცხადებით, დაზიანებების გამო სამშაბათს სკოლები, სასამართლოები და სატრანსპორტო ხაზები დაკეტილი იქნება.
სკოლები, სადაც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატების შიდა პარტიული არჩევნებისთვის უბნებია გახსნილი, ღია იქნება, მაგრამ 4 საარჩევნო უბანი სხვა ადგილას გადაიტანეს.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.