ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა
04-03-2020, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად  გაეცნო.  

 

 

დედაქალაქის მერის განცხადებით,  ახალი გზაგამტარი ზემო და ქვემო  ფონიჭალის ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს 100 მეტრამდე ამცირებს. 

 

 

„განხორციელდა როგორც ქალაქისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას დაახლოებით, 5-კილომეტრიანი საავტომობილო გზის გავლა უწევდა. ამ კონკრეტული პროექტით კი სადგურის ქუჩა ღოღობერიძის ქუჩას დავუკავშირეთ. იცით, რომ ზემო და ქვემო ფონიჭალას  ერთმანეთისგან რკინიგზის მაგისტრალი ყოფს. შესაბამისად, გვირაბი რკინიგზის ქვეშ გავიყვანეთ და ახლა ზემო და ქვემო ფონიჭალას შორის დაშორება მხოლოდ 100 მეტრია. ეს ადგილობრივებს შეუმცირებს ხარჯებს და პირველ რიგში, გადაადგილებას გაუმარტივებს. ყველა რაიონსა და უბანში მუშაობას გავაგრძელებთ და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, რომლის საჭიროებაც არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების ქსელს. 

 

 

ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია. 

 

 

მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს ას მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროს და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე. 

 

 

სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 582 473 ლარი დაიხარჯა. 

 

 

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი