საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო, საზოგადოებრივ ცენტრს“ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ძალოსნობის ჯგუფი 2018 წლიდან ფუნქციონირებს და სპორტის ამ სახეობას 12 მოსწავლე ეუფლება.
ჭალადიდში, ძალოსნობის ჯგუფს ინვენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენელმა გოჩა ჩიქოვანმა გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.