ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენოს
10-09-2015, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს არა დაპირისპირების, არამედ შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენოს.


"ჩვენი მიზანია, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს, საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი, არამედ საქართველო უნდა იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


რაც შეეხება უშუალოდ ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას, პრემიერის თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაზეც აქცენტი ჩინეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.


"ეს არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში. ამას გარდა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს გამოვეხმაურე ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას და ჩემი ინიციატივა გავაჟღერე გაეროს ასამბლეაზე, ვგულისხმობ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს". ფორუმზე ველოდებით 200–მდე წარმომადგენელს ჩინეთიდან. ასე რომ, მთელი რიგი მსხვილი პროექტების განხილვა მიმდინარეობს ამჟამად, რაც არის კარგი დასაწყისი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი