საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები.
ვირუსული ინფექციის გავრცელების აღკვეთის სამუშაოებს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის ინიცირებით შექმნილი ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომელიც მუდმივ კოორდინაციაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონად გამოცხადების პარალელურად, სამხედრო ქვედანაყოფებში დამატებითი სამედიცინო სივრცეები შეიქმნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.