კახა კალაძე საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა
04-03-2020, 20:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. 

 

 

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

 

 

საფრანგეთის ელჩმა  მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. დიეგო კოლასმა შესაბამისი სამსახურების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა. 

 

 

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისის განვითარების პერსპექტივებზე. ეს არის ქალაქი,  რომელიც დინამიკურად ვითარდება. ვისაუბრეთ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ მომავალში კიდევ გავაღრმავოთ  თანამშრომლობა და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ თბილისს. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების  თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი