ირაკლი ღარიბაშვილი: მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან
10-09-2015, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროექტის მონაწილეები გავხდეთ, რადგან მიგვაჩნია, „ახალი აბრეშუმის გზა“ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.


„მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას „ახალი აბრეშუმის გზის“ შესახებ, ეს არის კონცეფცია –„ერთი სარტყელი–ერთი გზა“. ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროექტის მონაწილეები გავხდეთ. ჩვენი მიზანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი და გვინდა, რომ ის იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის ის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს,“–აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, ჩინეთის პრემიერ–მინისტრთან ერთად განიხილა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პროექტები. მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის შესახებ.


„მეორე პროექტი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ჩვენი ქვეყანა თანადამფუძნებელია ამ ბანკის. პირველ ეტაპზე 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500 მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მე მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს. ჩემმა კოლეგამ საუბრისას განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაც არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი