მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04-03-2020, 22:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანისა და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ფიქრია თორიას მიერ მოეწერა ხელი. 

 


მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, ასევე დაინტერესებული პირებისთვის პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეყობას.

 


ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები, ფიქრია თორია და ნანა ახობაძე გასული წლის გაზაფხულიდან აქტიურად თანამშრომლობენ ბეჩოს თემის ახალგაზრდებთან. სწორედ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და ა/ო „ლალხორის“ ინიციატივა გახლდათ ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასწავლო ცენტრის გახსნა.

 


ინგლისური ენის საცდელი ინტენსიური კურსები ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში სავარაუდოდ აპრილის თვეში დაიწყება.

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, იგეგმება სოფ. უშხვანარში მდებარე ყოფილი სკოლის შენობაში ოთახების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოცემის პროცედურები. სწორედ აღნიშნულ შენობაში იგეგმება შემდგომში მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ასაკის შეუზღუდავად შეისწავლონ ინგლისური ენა. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმება გიდების გადამზადების კურსები და სწავლება ტურიზმის მიმართულებით ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების მიერ.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი