ყველას კარგად გვესმის, საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კორონავირუსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეფექტურად შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც დღეს ჩვენ ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არცერთი წამით. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, ჩვენ უნდა გადავუხადოთ მადლობა ექიმებს, მებაჟეებს მესაზღვრეებს და ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, ვიდრე არ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.