მარინა ეზუგბაია: „განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა“
05-03-2020, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საქართველოში კორონავირუსის დადასტურების მეოთხე შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

 


მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსით ინფიცირება დღეს დაუდასტურდა, დანარჩენი სამი შემთხვევისგან გაცილებით მძიმეა.

 


„დღეს, დილის 11 საათის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში არის 25 პაციენტი, აქედან 11 პაციენტს აეღებათ ტესტირება ახალ კორნავირუსთან დაკავშირებით, გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ამ ვირუსზე, 21-დან 20-ზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთ პაციენტთან დადასტურდა ეს დაავადება, ანუ ეს არის ჩვენს ცენტრში დაავადების მეოთხე შემთხვევა, განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, რაც ნიშნავს, რომ კლინიკურად მძიმე ფორმაა, დაავადება გამოვლინდა ტემპერატურის მატებით, მაღალი 38-ნახევარზე მეტი და შედარებით მძიმე კლინიკით. დიაგნოსტირებულია, ლაბორატირიებით დადასტურებულია სიტუაციები, დაწყებულია მკურნალობა, გუშინდელს შემდეგ დღემდე მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება ჯერჯერობით არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე დამთავრდება. მეოთხე პაციენტის ეპიდემიოლოგიური ისტორია არის ისევ იტალია“ , - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი