მთის კანონი იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები განიხილავენ მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც 58 სოფელს შეეხება.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.