საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.
„ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რეალურად, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რისკები მაინც რჩება. სრულად რომ დავიცვათ თავი, მაშინ ფრენები სრულად უნდა ავკრძალოთ ყველა მიმართულებიდან, ასეთ შემთხვევაში ძვირის გადახდა მოგვიწევს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
„გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, რომ ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკ-ფაქტორები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.