დამატებით 58 სოფელს, მათ შორის 19 სოფელს საოკუპაციო ხაზთან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
05-03-2020, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.

 

 

კიდევ 58 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, 25,000-ზე მეტ ადამიანს კი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა.

 

 

სტატუსი, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭება 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 19 სოფელს და იმ 39 დასახლებას, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტებში (თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის), რომელთა დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს კი, სტატუსი მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობენ 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.

 

 

იცვლება 2000-ზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი.

 

 

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით - სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს 250 000-მდე მოქალაქე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი