საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფექცია იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი და მათგან ხუთს კორონავირუსი დაუდასტურა, დანარჩენი კონტაქტების კვლევა გრძელდება.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
საქართველოში უკვე კორონავირუსის ინფექცია საერთო ჯამში 9 ადამიანს დაუდასტურდა. რამდენიმე ადამიანის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მსოფლიოში ინფექციის მზარდი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო მეტად გაიზრდება.
გამყრელიძე მოუწოდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რისკ-ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდებიან, მოახდინონ 14-დღიანი თვითიზოლაცია ოჯახის პირობებში და თუკი მათ ვირუსის ნიშნები აღენიშნებათ, მიმართონ ექიმს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.