სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აცხადებს, რომ რთველის დაწყებიდან ამ დრომდე გლეხებს 4 000 ტონამდე ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვთ, ხოლო ყურძენზე დღეს არსებული ფასი საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე დაწესდა. რაც შეეხება გლეხების აქციებს, დანელია თვლის, რომ ეს მართული პროცესებია.
"უკვე 4 000 ტონამდე ყურძენი არის ჩაბარებული. ასევე, მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი, ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია გვქონდეს ინფორმაცია. არსებობს ბევრი მიმართულება თუ როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივებთან. ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ჩვენ ვგეგმავთ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში კოოპერატივების გაკეთებას. ეს გახლავთ გრძელვადიანი პერსპექტივა", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მისივე თქმით, ფასებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო.
"ჩვენ ბაზარს ვერ ვუკარნახებთ ფასებს. ნებისმიერი ფასი, რომელსაც სახელმწიფო დააფიქსირებს, ეს იქნება საბაზრო ფასიდან გამომდინარე. ბიზნესს აქვს თავისი მოთხოვნები და ჩვენ ვერ ვუკარნახებთ რა ფასი დაადონ ნედლეულს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში იქნება 60 თეთრი, რა ფასშიც სახელმწიფო ჩაიბარებს, იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი არ ჩაიბარებს ამ ყურძენს. შავი ყურძნის შეთხვევაში კი ფასი იქნება 85 თეთრი. ეს არის ჩვენი მინიმალური ზღვრული ფასები", - განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, ეს ფასები გლეხებს თითქმის 100%-იან მოგებას აძლევს.
"ჩვენ დავთვალეთ თვითღირებულებები და დადგინდა ფასი. 5 ლარი კილოგრამი ყურძენი ვერავის ვერ დაუჯდება. ამ მოცემულობით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, წაგებას არავინ არ ნახავს", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის აქციები, რომელიც დღეს კახეთში ტარდება, იყოს მართული პროცესი.
"საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ პროცესები მართულია. ძალიან ორგანიზებულად ტარდება რამდენიმე აქცია, არის ახალი მუქარა ვაზის გაჩეხვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის თუ ეს ასე ადვილია, ის ვაზს არ იმსახურებს. ამ თემით სპეკულაცია მიუღებელია", - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.