საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არის მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მის შემდეგ არის კახა კალაძე. ვისი იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, თუ არა ადამიანისა, რომელიც პირდაპირი წესით, ყველაზე მაღალი სანდოობით არის არჩეული, ეს არის ფაქტი, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა „რეაქცია“ - ში საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას უნდა ესაუბრა პენსიონერებზე, ბავშვებსა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. მისივე მტკიცებით, ეს უკანასკნელი თემები პრეზიდენტს არ აინტერესებს.
„ქალბატონი სალომე არის პენსიონერი და ის არის ფრანგი პენსიონერი, გაიხედოს გვერდზე და ნახოს, ვინ არიან ქართველი პენსიონერები, 400 ათასი ქართველი პენსიონერი დღეს არის ბანკის მოვალე, ეს არის რეალობა, თუ გინდათ, მეკამათეთ, 400 ათასი ქართველი ბებია და ბაბუა საკუთარი პენსიის უმეტეს ნაწილს ტოვებს „ლიბერთი ბანკში“, იმიტომ, რომ არ ჰყოფნით მათ ეს 180 და 200 ლარი და იძულებულია 30%-ზე მეტი გადაიხადოს ყოველ თვე იმისთვის, რომ თავი ირჩინოს. აი, ამ 400 ათასი ადამიანის ბედზე უნდა ელაპარაკა ქალბატონ სალომეს, ბავშვებს რომ დავანებოთ თავი, რომლებიც შიმშილით კვდებიან და საბავშვო წიგნები არ აქვთ, ეს ქალბატონ სალომეს არ აინტერესებს, ფაქტია.
ქალბატონი სალომე არის ქალი პრეზიდენტი, ყველაფერი, ყველაფერი, ხომ შეუძლია ქალთა მიმართ იმ ძალადობის ფაქტებზე, რომელზეც ვსაუბრობთ იანვრიდან მოყოლებული, ამ თემაზე მაინც ილაპარაკოს. ხომ ქალია?! ხომ პენსიონერია?“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.