აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ
06-03-2020, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, დავით ფაცაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს, მერის პირველ მოადგილეს სოციალური დაცვის დარგში, ნელი ნავერიანს და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს, სოფიო ჩხვიმიანს შეხვდნენ.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც დევნილ ოჯახებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს აუშენებენ.

 

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი კი ეხებოდა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამას, რომელსაც ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით.

 

 

პროგრამის ფარგლებში „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“, თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული სამედიცინო ჯგუფის მიერ, დღეს 10 საათიდან 17 საათამდე ჩატარდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები.

 

 

ანალოგიური აქცია 7 მარტს, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭუბერის ამბულატორიაში, 10 საათიდან - 16 საათამდე გაიმართება.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი