მთავრობის გადაწვეტილება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის:
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა - სტატუსის მქონე საწარმო ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;
აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს.
ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას, ხელს შეუწყობს იმპორტულ საქონელთან მიმართებაში თანაბარი კონკურენციის პირობების და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გადადის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე - Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა).
საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.