"მთელ მსოფლიოში მოლოდინია, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება"
10-09-2015, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე შეიძლება გავლენას ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. კაკაურიძე ლარის გაუფასურების პროცესს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციით ხსნის. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით იმაზე მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს .


"ინვესტიციებთან დაკავშირებით 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდა. დღეს არსებული ყველა პარამეტრით, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 80%-ით მეტი შემოვიდა, ტურისტული ნაკადები საკმაოდ მაღალი იყო. ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას შეიძლება ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო. გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და ლარის კურსს შიდა ფაქტორებით გამოწვეული რყევა არ უნდა ჰქონდეს. მსოფლიოში მიმდინერობს ტენდენცია, ჩვენს გარშემო ქვეყნებში ვალუტები საკმაოდ გაუფასურდა. ამას ქმნის მოლოდინები, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებში არსებობს. იგივე აზიის და ევროპის ბაზრებზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციას იმის მოლოდინი ამძაფრებს, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. ამიტომ მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი იმისა, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება. ეს მოლოდინები საქართველოშიც გადმოდის. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით იმასთან შედარებით მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.



ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი