ჯუმბერ კირვალიძე: „რეტროგრადი და ლიბერალი ციციკორე“!
07-03-2020, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეტროგრადი ციციკორე სოფლის თვითმარქვია პატრონია, რადგან ციციკორესათვის სოფელი არავის ჩაუბარებია... - ლიბერალი ციციკორეც საზოგადოების თვითმარქვია მოძღვარია, მისთვისაც არავის დაუვალებია საზოგადოებაზე ზრუნვა... - რეტროგრადი ციციკორე კერპი კაცია, როგორც ლეონიძეს უწერია, - “რკინა გადნებოდა მისი მზერის ქვეშ”-ო... - ლიბერალი ციციკორეც გაკერპებულია, მისი მზერა ამპარტავნული, დამცინავი და დამთრგუნველია... - რეტროგრადი ციციკორე სოფლის ცხოვრების ყველა სფერში ერევა, სოფლის "სურვილების გამომხატველია", დამმწყემსავი, მტყუან-მართალის გამრჩევი და დამსჯელია... - ლიბერალი ციციკორეც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში თვითნებურად ერევა, "პრადვინუტი" საზოგადოების მწყემსი, შეუვალი ავტორიტეტი, მტყუან-მართლის განმკიცხავი და განმკვეთია... - რეტროგრადი ციციკორე სოფლის რჯულმდებელია, მისი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს. მაგალითად, - ქალმა როგორ გაიაროს, რა ჩაიცვას და როგორ, ვინ როდის და სად იმხიარულოს და ა.შ. ამის შედეგად, ხალხიც ისევე იქცევა, როგორც რეტროგრადი ციციკორე მოიქცეოდა... - ლიბერალი ციციკორეც საზოგადოების მორალური გურუა, მისი ცხოვრების წესის მკარნახებელია, გენდერული ულტრათანასწორობის, ფემინისტური აგრესიული პოლიტიკის მქადაგებელია, ლ.გ.ბ.ტ. იდეოლოგიის პროპაგანდისტი და დამცველია, ამის შედეგად, ახალგაზრდობის ნაწილიც ისე იქცევა და ცხოვრობს, როგორც ლიბერალ ციციკორეს მოეწონება... - რეტროგრადმა ციციკორემ ბოროტების ჩასადენად სოფელი შეკრა და მონაჭორის გამო უმშვენიერესი მარიტას მიწასთან გასწორება მოსთხოვა, რომელიც სოფლისთვის სილამაზის, სიყვარულის, უმანკოებისა და პატიოსნების სიმბოლო გახლდათ... - ლიბერალი ციციკორეც ბოროტების ჩასადენად ამზადებს საზოგადოებას, რომ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები, მარიტები და გედიები გარყვნილი, უზნეო მიზნებისთვის გაწიროს, სულიერი და ფიზიკური უმანკოება შეუბღალოს, სიყვარული და პატიოსნება წაჰგვაროს... - რეტროგრადი ციციკორე სოფელს საკუთარი ფასეულობათა სისტემით აცხოვრებს და მის ამ "სწავლებას" - წინაპრების საუკეთესო ტრადიციების და თვისებების დანატოვრად ასაღებს... - ლიბერალი ციციკორეც ცდილობს საზოგადოებას საკუთარი ღირებულებათა სისტემა მოახვიოს თავს და მას, თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის საუკეთესო მიღწევებად და მონაპოვრად ასაღებს... - რეტროგრადი ციციკორე ყველანაირი სიახლის მტერია, - “ბნელაში სიცოცხლე მირჩევნია თქვენს მზიურობას"-ო... - ლიბერალი ციციკორე საუკეთესო ეროვნული ტრადიციების, ზნეობის, საუკუნეებს გამოვლილი თვითმყოფადი ცხოვრების წესის მტერია, მისთვის ეს ყველაფერი "სიბნელეა", ხოლო "სინათლე" მასთან ბრძოლაა...

 

 

P.S. ეს ჩამონათვალი, რეტროგრადი და ლიბერალი ციციკორეებისთვის დამახასიათებელი არასრული შტრიხებია!...

 

 

პოლიტოლოგი 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი