შეთანხმება მიღწეულია - ივანიშვილი დათანხმდა 120/30-ზე მოდელს, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელი ბარიერის დაწესებას
08-03-2020, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია, მემორნადუმი გაფორმებულია და ის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერილია. ამის შესახებ უცხო ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

 


შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მოგების შემთხვევაშიც, არ ექნება შესაძლებლობა, მთავრობა სრულად დააკომპლექტოს.

 

 

ახლა აღნიშნული შეთანხმება კანონად პარლამენტმა უნდა აქციოს, რომელმაც უფრო ადრე 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყნის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. 

 

 

დიპლომატების მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი