ჰილარი კლინტონი: პუტინს არ აქვს ბევრი თვისება, რომელიც მე მხიბლავს, მაგრამ ერთი ნამდვილად ძალიან მომწონს
10-09-2015, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პუტინს არა აქვს ბევრი თვისება, რომელიც მე მხიბლავს, მაგრამ ერთი ნამდვილად ძალიან მომწონს – მას შეუძლია ადგეს და უბრალოდ თქვას: მე თქვენი მომავალი პრეზიდენტი ვიქნები“, – ეს განცხადება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, ბრუკინგსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. როგორც კლინტონმა ხუმრობით აღნიშნა, „ამაში არის გარკვეული ხიბლი“.


ამ ხუმრობის შემდეგ კლინტონი სერიოზულ ტონს დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ ის „ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვინც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ უფრო აქტიურ მოქმედებას უჭერს მხარს“. მისი თქმით, რუსეთის მიზანია ყველა დონეზე ამერიკის პოზიციის წინააღმდეგ მოქმედება.


ამჟამად კლინტონი აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია „დემოკრატიული პარტიიდან“. ამ პარტიამ პრეზიდენტობაზე ოთხი პოლიტიკოსის კანდიდატურა წარადგინა და ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზის საფუძველზე იქნება შერჩეული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი