გიგა ბოკერიამ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომ ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი და ახლა მთავარია, რომ ის შესრულდეს
08-03-2020, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი და ახლა მთავარია, რომ შეთანხმება შესრულდეს.

 


„ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი აქამდე. დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოწადინებული იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამიტომ არც ჩემი კომენტარია ამისთვის. ჩვენი გუნდის და ოპოზიციის ამოცანა იყო ამ ვითარების განმუხტვა, შედარებით ნორმალურ ვითარებაში მაინც ივანიშვილის დამარცხება და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ და დაამატა:

 


„ყველა პირი, რომელიც რომელიმე მოთამაშისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესში არის პრობლემატური საკითხი და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ის პირები, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბატონი თამლიანი, ყველა არის მნიშვნელოვანი საკითხი და მათ პოლიტპატიმრებად მივიჩნევთ, მთავრობა მათ არ მიიჩნევთ პოლიტპატიმრებად, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ყველაფერს მოაწერა ყველა პარტიამ ხელი. „პატრიოტთა ალიანსმა“ არ მოაწერა მემორანდუმს ხელი. მგონი, გასაგები მიზეზების გამო. არ გამკვირვებია. რაც გულისხმობს ამ საკითხის გადაჭრას ყველა მხარისთვის მისაღები ფორმით, გულისხმობს გათავისუფლებას, ქალბატონმა ინაშვილმა არ მოაწერა ხელი, ეს მისი არჩევანია“.

 


დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

 

 

ახლა უკვე ამ შეთანხმებას მხარი პარლამენტმა უნდა დაუჭიროს, რომელმაც უფრო ადრე 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყნის მთლიანდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

 

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიპლომატების მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი