„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე მიღწეულ შეთანხემებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე მოდელით, 1%-იან საარჩევნო და 40%-იანი უმრავლესობის დასაკომპლექტებელი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ“.
სააკაშვილი ქართულ პოლოტიკურ პროცესებში მისთვის ჩართვის უფლების მიცემას ითხოვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ გავანგრევთ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და მერე რა თქმა უნდა შეიძლება მიღება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემისაც. ახლა მთვარია მობილიზება და შეტევა და გამარჯვებისაკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“, განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.