"ივანიშვილმა გლეხები გადააგდო" - "ნაციონალური მოძრაობა" მევენახეების აქციებში ჩართვას აპირებს
10-09-2015, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილმა რთველთან დაკავშირებით გლეხები გადააგდო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს გადამჭრელი და შესაბამისი საგანგებო ზომები, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს თავისი მძიმე მდგომარეობა გლეხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" მევენახეების პროტესტს შეუერთდება.


"ჩვენ დღემდე შეგნებულად თავს ვიკავებდით რთველთან დაკავშირებული პრობლემების კომენტირებისგან, რომ მთავრობას არ მისცემოდა საბაბი საკითხის პოლიტიზირებისა და ყველა ღონე ეხმარა შეხიდებოდა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მევენახეებს. ეს პრობლემები მთავრობის უგუნურმა და მავნებლურმა პოლიტიკამ განაპირობა. ივანიშვილი კახეთს ჰპირდებოდა ყოველგვარ ფინანსურ დახმარებას ყურძნის მოყვანაში, ჩაბარებაში, ხოლო გასაღებაში უსასრულო და მომგებიან ბაზრად რუსეთს ასახელებდა. ამის გამო ქართული ღვინის ექსპორტი 46%-ით არის შემცირებული, ხოლო სუბსიდირების სახით გლეხებს სთავაზობენ ისეთ თანხებს, რომელიც მოსავლის მოყვანის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი 60 თეთრი არის 3 წლის წინანდელი 35 თეთრი. აქაც ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და გადააგდო. უკმაყოფილოა ხალხიც, გლეხიც, ქარხანაც და ექსპორტიორიც. რუსეთის ბაზარი კი სავსეა რუსეთში ჩამოსხმული ყალბი ღვინით. დღეს ყოველი წუთი კახელი გლეხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის სოფლები კახეთში, სადაც ყურძენმა დაიწყო გაფუჭება", - განაცხადა ღვინიაშვილმა და დაამატა, რომ დღევანდელ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა უტიფრად დაუწყო კახელ გლეხს ჭკუის სწავლება თუ რამდენად ძვირფასია ქართველი კაცისთვის ვენახი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი