საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კვირას გამართულ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება იქნა მიღწეული, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, „რომელზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, რაიმე შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული“.
„გუშინ და დღეს ვისმენთ კითხვებს და განსხავებულ ინტერპრეტაციებს. ეს არის მაღალი პროფილის საქმეები, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. აქ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ არ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ დოკუმენტში არ არის მოცემული. შესაბამისად, კითხვებზე - არის თუ არა რაიმე კონკრეტული შეთანხმება რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა - ასეთი კონკრეტული შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.