დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავეს
09-03-2020, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან,პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა მიმართავს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

 

გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა კორუფციულ დანაშაულზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და შეურიგებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულების, მათ შორის, განსაკუთრებულად პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მიმართ და ზემოხსენებული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პროკურატურას ექნება უმკაცრესი რეაგირება.

 

 

ასევე, ვთხოვთ საზოგადოებას, მსგავსი ფაქტების და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის აღკვეთის და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“, - აღნიშნულია მთავარი საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი