ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ დაგეგმილი საკადრო წმენდა დაიწყო - თანამდებობა დატოვა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა
09-03-2020, 14:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა მანუჩარ მერებაშვილმა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მუშაობდა.

 

 

იგი ამბობს, რომ თანამდებობა პირადი სურვილით, განცხადების საფუძველზე დატოვა და უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, სად განაგრძობს საქმიანობას. მისი თქმით, კერძო სექტორიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს.

 

 

„პირადი განცხადების საფუძველზე წავედი. დღეს დავწერე განცხადება. უკვე დავემშვიდობე თანამშრომლებს და მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა მერებაშვილმა. მერის მოვალეობას პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი შეასრულებს, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში 20 წელი, 2006 წლამდე მუშაობდა.

 


GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, მერებაშვილის პოსტიდან წასვლა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდა განხორციელდება.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-იმ თებერვალში გაარკვია, ივანიშვილის წინასაარჩევნოდ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოლოლაკის სასახლეში რეგიონების პირველ პირებთან - გუბერნატორებთან, მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ინტენსიური შეხვედრები, სადაც ივანიშვილმა არაერთი რეგიონის ხელმძღვანელის მუშაობა უარყოფითად შეაფასა და განსაკუთრებული უკმაყოფილება მათ მიმართ გამოხატა, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავიანთ საარჩევნო ოლქებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ვერ უზრუნველყო.

 


„ქართული ოცნების“ ლიდერის საკადრო წმენდის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ისიცაა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში მერის კანდიდატურების შერჩევა უმეტესწილად მასთან შეთანხმების გარეშე, ძირითადად მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მისი დაჯგუფების მიერ მოხდა, და 2018 წლის გაზაფხულზე პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი - რომელმაც ძალიან მალე კვირიკაშვილი აიძულა თანამდებობიდან წასულიყო - რეგიონებში საკადრო წმენდით, თავისი უშუალო კონტროლის მაქსიმალურად დამყარებას შეეცდება.

 


GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტის უავტორიტეტო მერების თანამდებობიდან წასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მერის პირველი მოადგილეების კანდიდატურების, ავტორიტეტული პირების შერჩევა, რომლებიც კანონის შესაბამისად, ახალი არჩევნების დანიშვნამდე მერის მოვალეობას შეასრულებენ.

 


„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდება, რიგგარეშე არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდება − უახლოეს მაისში. ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.

 


2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე რეგიონში უკვე მოხდა თანამდებობებიდან ივანიშვილისთვის არასასურველი კადრების სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილება - მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდა.

 

 

ცოტა ხნის წინ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

კომენტარები: 3
#3   ოლღა
      
იმედია, გაითვალისწინებს ბატონი ბიძინა, რომ გუბერნატორების დანიშვნისას მერები უკვე არჩეულები იყვნენ და მიიხედავად გუბერნატორების დიდი სურვილისა, აემოქმედებინა მერები, ისინი აქეთ იმუქრებოდნენ! მერე მა დააქციეს რეგიონები, გუბერნატორები ვერ ერევიან, ამიტომ ვადამდელის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, გუბერნატორის რჩეულები დაასახელოთ მერის კანდიდატად!
11 მარტი 2020 14:16
#2  ირაკლი
      
ვეთანხმები ბატონ ავთანდილს, მარტო შუახევში და აჭარაში???!!! ძალიან ბევრ რაიონშია ნაცმოძრაობის მერები, რომლებიც სასწრაფოდ არიან დასაპანღურებელი. მაგრამ ხომ არ დაგვიანდა??? ოცნება ძალიან დაღმა დაქანდა ამ არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო. რეგიონები საერთოდ უპატრონოდაა. ამ უავტორიტეტო კადრებმა გამოუყვანეს ივანიშვილს წირვა. იმოქმედეთ უსწრაფესად!!!!!!!
9 მარტი 2020 08:36
#1   ავთანდილ დიასამიძე
      
მივესალმები ბატონ ბიძინა ივანიშვილის ასეთ პრინციპულ საკადრო მიდგომას, რაც აუცილებელია რეგიონებში და მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდეს. გთხოვთ, ბიძინა დაინტერესდეთ რა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიტუაციაა აჭარაში, დაინტერესდეთ ასევე ვინ და რა დამსახურებით მოიყვანა შუახევის მერად დამნაშავე ვანო მერაბიშვილის მეგობარი და ძმაკაცი, ვანოს ერთად ხშირად ნადირობაზე მყოფი, ნაცების ერთგული და ახლაც ნაცებზე დიდად მზრუნველი შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე, რ0მელიც 2012 წელს ხულოს რაიონის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე იყო და ორგანიზაციას უწევდა ხულოში წინასაარჩევნოდ ასული ბიძინა იბანიშვილის დარბევას, ემუქრებოდა ოცნების მხარდამჭერებს. იგი ნაციონალია. მან მერად მოსვლისთანავე მრძოლა გამოგვიცხადა ერთგულ 2012–იანელებს, ბიძინას და ოცნების მხარდაჭერისათვის იძია შური და 2012–იანელები დაგვათავისუფლა და თანამდებობებზე მოიყვანა ერთგული ნაცები. სირცხვილია მისი მერად ყოფნა და ოცნების რაიონელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მასზე მინდობა. დაწვრილებით არსებულ მდგომარეობაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მოსაწოდებლად გთხოვთ ბიძინა ივანიშვილმა დამინიშნოს მიღება. ავთანდილ დიასამიძე, დოქტორი. მობ. 599852057

მივესალმები ბატონ ბიძინა ივანიშვილის ასეთ პრინციპულ საკადრო პოლიტიკას. ასეთივე ღონისძიება მიმაჩნია უნდა გატარდეს ვანო მერაბიშვილის მეგობრის და ნაცმოძრაობის ერთგული პიროვნების, ქართული ოცნების 2012–იანელების წინააღმდეგ მებრძოლის შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის მიმართაც, რაზედაც სრული ინფორმაციის მოსაწოდებლად გთხოვთ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დამინიშნოს მიღება. ავთანდილ დიასამიძე, დოქტორი. მობ. 5998520 57
9 მარტი 2020 08:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი