„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება 120/30 მოდელთან დაკავშირებით ვერ შედგება თუკი „არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი და არ იქნება შეჩერებული დევნა“.
„მათ ძალიან კარგად იციან რასთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება აბა, შეთანხმება თუნდაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვერ შედგება იმ სახით, რა სახითაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდათ, რომ ოპოზიცამ მხარი დავუჭიროთ 120/30 პროპორციას თუ მაგალითად არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი და არ იქნება შეჩერებული დევნა... მაქვს პატივი ვიყო ერთ-ერთი მათ შორის“, განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.