სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა
09-03-2020, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.

 


სალომე ზურაბიშვილი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და ასოციაცია "მერკურის" ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს. დღესვე პრეზიდენტი ზუგდიდში ემიგრანტთა პარკს, ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლის რესტავრირებულ კორპუსს დაათვალიერებს, სიჭინავების ოჯახს ეწვევა, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია ქართული ტრადიციული მედიცინის მეთოდების გამოყენებით დამწვრობის მალამოს ამზადებს.

 


10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სენაკში სამხედრო ბაზაზე, გენშტაბის და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, II ქვეით ბრიგადის სწავლებას დაესწრება.
სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გოლასკურში მცირე მეწარმეებს შეხვდება და თაფლის წარმოების პროცესს გაეცნობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი