უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პანიკა გამოიწვია იტალიელი ვიზიტორების სტუმრობამ, რომელთა მიმართაც გავრცელდა სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანები იყვნენ „ახალი კორონავირუსის (COVID-19)“ მატარებლები.
როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, ვიზიტორების ჯგუფმა რამდენჯერმე გაიარა შესაბამისი შემოწმება და არცერთ მათგანს ვირუსის არცერთი სიმპტომი არ დაუდასტურდა.
მესტიის მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნია ბჟალავას კომენტარს აქვეყნებს.
„ჯგუფმა რამდენჯერმე გიარა შემოწმება, მათ შორის პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს. ამ ადამიანებზე არ იყო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქვეყნიდან სადაც არსებობს ვირუსის მაღალი მაჩვენებელი ისინი იმყოფებოდენ თვითიზოლაციაშ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეში. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან მეთერთმეტე დღესაც მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი, შეგვიძლია ვთქვათ რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის ორი წევრი ექიმია და ეს ადამიანები მკაცრად იცავენ ყველა სავალდებულო წესს“- განაცხხადა ნია ბჟალავამ.
მესტიის მერიის ცნობით, იტალიელი ვიზიტორების აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ტერიტორიას 10 მარტს დატოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.