„ვანო მერაბიშვილის ძმაკაცმა, ვინც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს დაარბია და დედა აგინა, დღეს მერის თანამდებობაზეა“ - პროფესორი ავთანდილ დიასამიძე შუახევის მერს ამხელს
09-03-2020, 21:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიესალმება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ დიასამიძე, რომელმაც GUARDIAN.GE-ის განუცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, 2012 წელს კი პოლიტიკაში ახლად მოსული ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გვერდით დადგა, 2013-2017 წლებში შუახევის გამგებლის პირველი მოადგილე იყო, თუმცა მისი თქმით, კვირიკაშვილი-ალავიძე-პატარაძის ლობირებით მერის თანამდებობაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით მოსული „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერის და „ვანო მერაბიშვილის ძმაკაცის“, ფრიდონ ფუტკარაძის მიერ ჩამოცილებული იქნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის პოსტიდან და მას შემდეგ დღემდე ამაოდ ეძებს სამართალს.

 


როგორც ავთანდილ დისამიძემ GUARDIAN.GE-ის უთხრა, იგი დღეს იმაზე უფრო განადგურებულია, ვიდრე 2011 წლის სისხლიან აქციაზე იყო, რადგან მიიჩნევს, რომ ერთგულებისათვის დასაჯეს იმათმა, ვინც მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ და „ქართულ ოცნებას“ დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით ებრძოდნენ. დიასამიძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პირი იყო ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის დღევანდელი მერი, რომელიც 2012 წელს ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა ხულოს მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ ასული ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა და მისი მხარდამჭერების დარბევა - „ქვების დაშენით და დედის გინებით“.

 


„ის, ვინც ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს არბევდა და დედას აგინებდა, დღეს მერის თანამდებობაზეა და ასევე ტაკიძე, ვინც 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება ხარის დაკვლით და დიდი სუფრით აღნიშნა - მაშინ იგი „ნაციონალების“ კოორდინატორი იყო - დღეს თანამდებობაზეა წამოსკუპებული. ეს არის არა მარტო ჩემი და ჩემი მსგავსი ადამიანების, არამედ ზოგადად ხალხის დაცინვა. მე გული იმაზე კი არ მწყდება, რომ პოსტიდან გამიშვეს, მე კი არა პრეზიდენტები და პრემიერები მიდიან თანამდებობებიდან, ეს ბუნებრივია და მარადიული ჩვენი ცხოვრებაც არ არის, მაგრამ განადგურებული იმის გამო ვარ, რომ ვისაც ვებრძოდით, იმათმა გაგვიშვეს სამსახურებიდან და სამართალს ვერ ვპოულობთ. „კომუნისტები“ თავიანთ მოწინააღმდეგეებს ან ხვრეტდნენ, ან აპატიმრებდნენ ან სხვა მეთოდებით სჯიდნენ, „ქართული ოცნება“ კი თქვენ წარმოიდგინეთ, თავიანთ ერთგულებს ანადგურებს, „კომუნისტებივით“ ექცევა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ავთანდილ დიასამიძემ, რომელიც რეგიონებში კარდინალური საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს დაინტერესდეს აჭარაში არსებული მდგომარეობით.

 


„მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის ასეთ პრინციპულ საკადრო მიდგომას, რაც აუცილებელია რეგიონებში და მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდეს. გთხოვთ, ბატონო ბიძინა დაინტერესდეთ, რა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიტუაციაა აჭარაში, დაინტერესდეთ ასევე ვინ და რა დამსახურებით მოიყვანა შუახევის მერად დამნაშავე ვანო მერაბიშვილის მეგობარი და ძმაკაცი, ვანოსთან ერთად ხშირად ნადირობაზე მყოფი, ნაცების ერთგული და ახლაც ნაცებზე დიდად მზრუნველი შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე, რომელიც 2012 წელს ხულოს რაიონის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე იყო და ორგანიზაციას უწევდა ხულოში წინასაარჩევნოდ ასული ბიძინა იბანიშვილის დარბევას, ემუქრებოდა ოცნების მხარდამჭერებს. იგი ნაციონალია. მან მერად მოსვლისთანავე ბრძოლა გამოგვიცხადა ერთგულ 2012–იანელებს, ბიძინას და ოცნების მხარდაჭერისათვის იძია შური და 2012–იანელები გაგვათავისუფლა და თანამდებობებზე მოიყვანა ერთგული ნაცები. სირცხვილია მისი მერად ყოფნა და ოცნების რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მასზე მინდობა“, აცხადებს ავთანდილ დიასამიძე და არსებულ მდგომარეობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის დაწვრილებით მისაწოდებლად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი