ყველა პირი, ვინც ისრაელში ჩავა, ვალდებული იქნება 2 კვირით თვით-კარანტინი გაიაროს, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური და საზოგადოების ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„რამდენიმედღიანი კომპლექსური განხილვების შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებაყველა: ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოდის ისრაელში, 14 დღის განმავლობაში იზოლირებულ სივრცეში განთავსდება. ეს არის მკაცრი გადაწყვეტილება, მაგრამ არსებითია შევინარჩუნოთ საზოგადოების ჯანმრთელობა - საზოგადოების ჯანმრთელობა ყველაფერს აღემატება“, დაწერა „თვითერზე“ ნეთანიაჰუმ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, არიეჰ დერიმ განაცხადა, რომ ზომები დაუყოვნებლივ შევა ძალაში ყველა ისრაელელისთის, ვინც ქვეყნაში დაბრუნდება, ხოლო უცხოელებს ეს ხუთშაბათიდან შეეხებათ.
მათ უნდა დაამტკიცონ, რომ გააჩნიათ ადეკვატური სადგომი, სადაც ქვეყანაში ყოფნის განმავლობაში დარჩებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.