დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.
„ინფექცია გადამდებია როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ, ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ. თუ ვინმემ დაახველა, ხელი მიიფარა და შემდეგ ხელსაწყოს მოკიდა, აქ რისკი არის, მაგრამ თუ შემდეგ სხვა ადამიანი მოკიდებს ხელს და შემდეგ დაიმუშავებს, პრობლემა მოიხსნება. რაც შეეხება აუზებს, იქ წყლის დეზინფექცია ქლორით ხდება, ამიტომ რეკომენდაცია აუზების უსაფრთხოებაზე ჯერ არ გავრცელებულა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყარო: imedinews.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.