სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე დაათვალიერა
10-03-2020, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, რომლის კომპლექსური რეაბილიტაციაც 2 თვის წინ დასრულდა.

 


რეაბილიტაციის 10 მილიონიანი პროექტის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.

 


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში ჩაერთო. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.

 


პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთან ერთად განახორციელა. ფონდ "ქართუსა" და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კი, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა.

 


პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა რეაბილიტირებული დადიანების ნიკოსეული სასახლე და დადიანების სასახლის ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმში ოქროს ფონდის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მე-10 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით უნიკალური საეკლესიო ნივთები, ოქროს ხატები და სამკაულები.

 


პრეზიდენტმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაათვალიერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი