თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო
10-03-2020, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.

 

 

დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს.

 

 

პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიას. განცხადებას უნდა ერთვოდეს: 

 

 

1.პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების  მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;

 

 

2.თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);

 

 

3.ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, რომელიც არაუმეტეს ორი თვით ადრე იქნება გაცემული (ცნობა უნდა მოიცავდეს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს);

 

 

4.განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა, რომელიც შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ სამი ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით იქნება დამოწმებული;

 

 

5.კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, რომელსაც მოქალაქე თავად ირჩევს – შპს „პსპ ფარმა“; სს „გეფა“ და შპს „ავერსი ფარმა“.

 

 

მოქალაქე საგარანტიო წერილს მერიაში დოკუმენტების შემოტანიდან რამდენიმე დღეში მიიღებს. წლიური მატერიალიზებული ვაუჩერის ღირებულება 24 000-მდე ლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი